LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის მთავრობა 46 მლნ ლარს გამოყოფს

163
Vineyard at sunset

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს. ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს მეღვინეობის დარგის მნიშვნელობას კახეთის რეგიონისთვის.

„კახეთისთვის მეღვინეობის დარგი უმნიშვნელოვანესია. დარგში მიღწეული შედეგები სახეზეა. ჩვენი ამოცანაა, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ, რისთვისაც სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს გამოყოფს. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის აუცილებელი მასშტაბური ღონისძიებების გაგრძელება. ამისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს დახარჯავს. ეს რესურსი მიმართული იქნება მიზნობრივად და ეფექტურად. შედეგად, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით გაიზრდება“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2021-2024 წლებში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. ამასთან, საქართველო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 60-ზე მეტ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში კი ქართული ღვინის 20-ზე მეტი ფესტივალი ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g