LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინო დიუსელდორფის ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაზეა წარმოდგენილი

115
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში ProWein Dusseldorf ღვინის მწარმოებელი 28 ქართული კომპანია მონაწილეობს.

მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნებისა და შეფასების შესაძლებლობა ეძლევათ.

ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის გამოფენაში ProWein Dusseldorf მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.