LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული კინოს მშვენება“ – მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

1676
f0d66d71-a0b7-4348-9f6b-8e89764d5ab4

ქართველი კინომსახიობი ხათუნა კოტრიკაძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამხუხარო ინფორმაციას მსახიობის ოჯახის ახლობელი, პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი დეპუტატი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს:

„ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა.

გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112“, – წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ხათუნა კოტრიკაძე 1955 წლის 31 ივლისს დაიბადა. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 15 წლის ასაკში, როდესაც ითამაშა სოსო ჩხაიძის ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“. 1971 წელს განასახიერა „თამრიკო“ ლეილა გორდელაძის ფილმში „მოიტაცეს თამარ ქალი“.

ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი გმირი „ეკა“ კი შექმნა ლევან ხოტივარის 1972 წლის კომედიურ ფილმში „მხიარული რომანი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g