„ლუკა პოლარე” საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის დასაქმების პროგრამას იწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, კაფე-სანაყინეების ქსელი ქალბატონებს დაასაქმებს წარმოებაში თბილისსა და ბათუმში, ხოლო ახალგაზრდებს შეეძლებათ სერვისის კონსულტანტად დაიწყონ მუშაობა „ლუკა პოლარეს“ ქსელში.
„სიამოვნებით მივიღებთ გუნდში და დავასაქმებთ ქალბატონებსა და ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, მანამ სანამ შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას,“ – ამბობს თეა თაბაგარი, „ლუკა პოლარეს“ დირექტორი.
ცნობისთვის, „ლუკა პოლარე” უკრაინელ ბავშვებს 10 000 ლარით უკვე დაეხმარა.