LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა

183
Capture

ე.წ. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ გვერდზე კანონპროექტის გვერდზეა აღნიშნული.

კანონპროექტი მიზნად ისახავს შეერთებულ შტატებს აუკრძალოს ბიძინა ივანიშვილის ან მის მიერ მართული საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარება.

კანონპროექტი, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) წარადგინა, თავდაპირველად მხოლოდ ერთი თანაავტორით, კონგრესმენ სტივენ კოენით (დემოკრატიული პარტია) იყო წარმოდგენილი.

როგორც ახლახან გახდა ცნობილი, კანონპროექტს ოთხი ახალი თანაავტორი შეემატა: მაიკლ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია), ლოიდ დოგერი (დემოკრატიული პარტია), მაიკლ ლოულერი (რესპუბლიკური პარტია) და ემანუელ კლივერი (დემოკრატიული პარტია).

კანონპროექტი უნდა განიხილოს წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ და საგარეო საქმეთა კომიტეტებმა, სანამ ის კენჭისყრაზე გამოტანილ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g