LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კოსმეტიკური კრემები იტალიაში იყიდება

441

ადგილობრივ ბაზარზე პირველი ქართული კოსმეტიკური ბრენდი ”იზოსია” გამოჩნდა. როგორც ”ფორტუნას” ბრენდის დამფუძნებელმა,  ინდივიდუალურმა მეწარმემ იზო გოგოძემ განუცხადა, ”იზოსიას” სახელით ამ ეტაპზე  5 სახეობის კრემს აწარმოებს.

”ჯერჯერობით მაქვს არგანის, ატმის, ჟოჟობას, ავოკადოსა და წიპწის კრემები. თუმცა, ახალ ფორმულებზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ჩემს მომხმარებელს, კრემის უახლეს სახეობებსაც შევთავაზებ”, – აღნიშნა გოგოძემ.

მისივე ინფორმაციით, ”იზოსია” მალე მაღაზიასაც გახნის, სადაც ბრენდის პროდუქცია გაიყიდება. რაც შეეხება ფასებს, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ განმარტა, ისინი კონკურენტუნარიანი იქნება.

”ვეცდები, ჩემი პროდუქცია ძვირი არ იყოს. ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე იმპორტირებულ კრემებზე იაფი ეღირება”, – აღნიშნა ბრენდის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ”იზოსიას” კრემები 100 პროცენტით ნატურალურია და მათ შემადგენლობაში 60%-ი ნატურალურ ზეთებზე მოდის, დანარჩენი 40% კი – სხვადასხვა ინგრედიენტზე.

რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ”იზოსიას” კრემები უკვე იტალიაში იყიდება, სადაც მის პოპულარიზაციას ქართული სათვისტომო ეწევა. უახლოეს მომავალში კი ქართული კოსმეტიკური კრემები შვედეთშიც გაიგზავნება.

”იზოსიას” კრემების კომერიცული მიზნით წარმოება ბოლო 6 თვეა დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები