LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ლიმონათი ევროპაში გაიყიდება

609

ლიმონათი ”ხილიანი” უახლოეს პერიოდში ევროპაში ექპორტი დაიწყება.

როგორც  ”ფორტუნას” ლიმონათის საწარმო ”ხილიანის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ვარაზ ასპანიძემ განუცხადა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანელ და  უკრაინელ პარტნიორებთან, გარდა ამისა, „ხილიანის“ ექსპორტი იგეგმება დუბაიშიც.

როგორც ასპანიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე ”ხილიანი” ექსპორტზე მხოლოდ რუსეთსა და აზერბაიჯანში გადის.

”გვაქვს ლიმონათის 7 სახეობა, რომლებიც ტრადიციული მეთოდოლოგიით მზადდება. ვმუშაობთ ადგილობრივ ხილზე. ციტრუსი დასავლეთ საქართველოდან შემოგვაქვს, აღმოსავლეთიდან კი- ტარხუნა. 2016 წლიდან ჩვენს სახეობებს უკვე ფეიხოს ლიმონათიც დაემატება”, – განუცხადა ”ფორტუნას” ლიმონათი ”ხილიანის” დამფუძნებელმა.

ლიმონათის საწარმო 2015 წლის ივლისში, პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაიხსნა და მასში დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. ”ხილიანი” ამჟამად მსხლის, ტარხუნი, ნაღების, ლიმონის, მოჰიტოს, ყურძნისა და სიტროს სახეობებს აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g