ქართული ლუდი, შესაძლოა, ჩინურ ბაზარზე გავიდეს. პროდუქციის ექსპორტის განხორციელება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ იგეგმება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”ნატახტარის” კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერი არ არის, თუმცა ჩინეთი ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელია, შესაბამისად, კარგი იქნება თუ ქართული ლუდი ამ ბაზარზე საკუთარ ნიშას დაიკავებს.
”წინასწარ რთულია რამის დაანონსება, თუმცა ”ნატახტარი” გეგმავს ლუდის ჩინეთში გატანას. ძალიან გვაინტერესებს აღნიშნული ბაზარი და სამუშაო პროცესიც უკვე მიმდინარეობს. თუმცა, როდის მოხდება ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაზე”, – განმარტა ხუნძაკიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით იმაზე საუბარი ნაადრევია, თუ რომელ ბრენდებს გაიტანს ”ნატახტარი” ექსპორტზე, თუმცა საცდელ ეტაპზე ჩინეთში 40-ფუტიანი კონტეინერი გაიგზავნება.