LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ლუდის ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა

396

კომპანია ”ნატახტარმა” ძველი ირლანდიური ლუდის რეცეპტით ”ოლდ აირიშის” წარმოება დაიწყო.

როგორც რადიო ”ფორტუნას” გადაცემა ”ბიზნეს ნიუსში” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო სურმავამ განაცხადა, ახალი ლუდი ემყარება 4 ქერის ალაოს შემადგენლობას.

”კომპანია ”ნატახტარი” ყოველთვის ცდილობს,  ახალ-ახალი რეცეპტურით დამზადებული ლუდი შესთავაზოს მომხმარებელს.   ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ირლანდიურ ”ოლდ აირიშთან”.  ჩვენ გავაცოცხლეთ ძველი ირლანდიური ლუდის რეცეპტი,  რომელიც ემყარება 4 ქერის ალაოს შემადგენლობას. რაც შეეხება ლუდის სპეციფიკას,  თვალითაც  შესამჩნევია რომ არის წითელი ფერის, როგორც ტრადიციულ ირლანდიურ ლუდს სჩვევია ხოლმე. გემური თვისებებიც მრავალფეროვანი არომატით გამოირჩევა”, – აღნიშნა სურმავამ.

მისივე ინფორმაციით, ახალი ბრენდი უკვე ჩაეშვა ქსელში და ის მთელი საქართველოს მაშტაბით იყიდება. ”ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთირეთობის მენეჯერის თქმით, ახალი ბრენდის შეფუთვა საკმაოდ მრავალფეროვანია.

”გვაქვს როგორც შუშის შეფუთვა, ასევე სხვადასხვა მოცულობის პეტის ან პლასტმასის ბოთლის შეფუთვა.  ფასები კი 2,40 თეთრიდან იწყება. სწორედ ამდენი ღირს 0,5 ლიტრიანი შუშის ბოთლი, დიდი მოცულობები კი ცოტა უფრო ძვირია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ”ოლდ აირიში” ქართველი ლუდის მოყვარულებისთვის  ხელმისაწვდომი იქნება”, – აღნიშნა ნინო სურმავამ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ”ნატახტარი” ზაფხულის სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება და საკუთარ მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები