LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოსა და აზერბაიჯანში Krombacher-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

1814
მიხეილ ქურდაძე

სააქციო საზოგადოებამ „ქართული ლუდის კომპანია“, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პრემიალური ლუდის ბრენდებისა და გამაგრილებელი სასმელების ოფიციალური წარმომადგენელია, საკუთარი პორტფოლიო გააფართოვა. ამიერიდან ის საქართველოში Krombacher-ის ახალი და საიმედო პარტნიორია.

მიხეილ ქურდაძე, სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი:

„ქართული ლუდის კომპანია“ ან უბრალოდ კომპანია „ზედაზენი“, როგორც საზოგადოებაში გვიცნობენ, ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და მას ერთი მიზანი ამოძრავებს – მუდმივი განვითარებით იყოს ნომერი პირველი ბრენდი, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს.

რაც შეეხება Krombacher-ს, მისი ისტორია სათავეს მე-19 საუკუნიდან სოფელ კრომბახიდან იღებს. ეს გერმანული ლუდსახარში 1803 წელს დაარსდა და დღეს მისი პროდუქცია 70-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. მოგეხსენებათ, ლუდის ხარშვა გერმანელებისთვის წმინდათაწმინდა საქმეა, გამონაკლისს არც საოჯახო ლუდსახარში Krombacher-ი წარმოადგენს, რომელსაც უკვე მეექვსე თაობა მართავს. ის არ გასცემს ლიცენზიას საკუთარი ლუდის წარმოებაზე, ლუდის მწარმოებელი გიგანტების ქოლგის ქვეშ არ ექცევა და მტკიცედ იცავს პრინციპს, რომ ლუდი Krombacher-ი მხოლოდ სოფელ კრომბახში ადგილობრივი წყლითა და იმ საფუვრით იწარმოებოდეს, რომელსაც საოჯახო რეცეპტით ამზადებენ.

– რას ითვალისწინებს თქვენი და Krombacher-ის პარტნიორობა, რას უნდა ელოდოს ამ თანამშრომლობისგან მომხმარებელი და აღვნიშნოთ ისიც, რომ Krombacher-ი საქართველოს ბაზრისთვის უცხო არ ყოფილა, ეს კომპანია 2001 წლიდან ოპერირებს ჩვენთან.

– დიახ, ქართულ ბაზარზე ბრენდს საკმაოდ წარმატებული ისტორია აქვს, საკმაოდ მაღალი ცნობადობით სარგებლობს ქართველ მომხმარებელში. ის 2001 წლიდან სხვადასხვა დისტრიბუტორების მეშვეობით ოპერირებდა, თუმცა ბრენდი უკვე საჭიროებდა საკუთარი პოზიციების უფრო მეტად გაძლიერებასა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში.

მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა. ერთი წლის განმავლობაში გარკვეული ტიპის აუდიტები ჩატარდა, კომპანიის წარმომადგენლობამ უშუალოდ შეისწავლა ბაზრები, რის შემდეგაც ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანში გერმანული ლუდსახარშის პორტფელის განვითარებას გულისხმობს.

– Krombacher-ი ამ ორ ბაზარზე საკუთარ პოზიციებს უფრო გაამყარებს, მაგრამ ქართული მხარისთვის რა სარგებლის მომტანი იქნება ეს თანამშრომლობა?

– კომპანია „ზედაზენი“ ყოველთვის ცდილობს ფართო მომხმარებელს შესთავაზოს ისეთი ბრენდები და პროდუქტები, რომლებზეც ხელმისაწვდომობა ყველას არ აქვს. როდესაც ვფიქრობდით, რა მიმართულებით შეიძლება განვითარებულიყო ჩვენი პორტფელი ლუდის კატეგორიაში, ბაზრის ტენდენციებმა გვიკარნახა, რომ მოთხოვნა მზარდია პრემიუმ ლუდებზე, შესაბამისად, 2021 წლიდან ჩვენს პორტფელში ექსკლუზიურად არის ლუდი Guinness-ი, რომლის იმპორტს და დისტრიბუციას ირლანდიიდან ვეწევით როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ბაზარზე. ახლა კი ორივე ქვეყანაში Krombacher-ის პორტფელის განვითარებას შევუდგებით.

– რა იქნება უახლოესი თვალსაჩინო სიახლე მომხმარებლისთვის ამ თანამშრომლობის ფარგლებში?

– შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ გვაქვს შეთანხმება ორ ბრენდთან, ლუდის კატეგორიაში, რა თქმა უნდა, პრემიუმ სეგმენტში და უახლოეს მომავალში, სადღაც ორი თვის თავზე, ქართველი მომხმარებლისთვის ორი ძალიან ნაცნობი და საყვარელი ბრენდის წარდგენის საშუალება გვექნება.