“ქართული მარშის” სამი წევრი დააკავეს. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნული პირების დაკავება 166- ე და 173 მუხლების საფუძველზე მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
საქალაქო სასამართლომ ორი მათგანი ადმინისტრაციული წესით 500-500 ლარით დააჯარიმა, ხოლო მესამეს, ლადო სადღობელაშვილს 12 დღე-ღამე პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაცია ქართული მარშის წევრების დაკავებაზე თავდაპირველად “რუსთავი 2”- მა გაავრცელა.ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა 9 დეკემბერს, თბილისში, თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ლადო სადღობელაშვილთან ერთად 9 დეკემბერს ირაკლი დოლენჯაშვილი და ანზორ ფორჩხიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, “ქართული მარშის” წევრები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. მათ საპატრულო პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.