LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

72

სამართალდამცავებმა ქართული მარშის საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს. პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით აიყვანა. ქართული მარშის წევრები ტელეკომპანია რუსთავი 2-თან იყვნენ შეკრებილები. აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეებმა ასაფეთქებლების გამოყენება დაიწყეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდწგობის გაწევის ბრალდებით არიან დაკავებულები. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ქართული მარშისწევრები ჰომოფობიის შესახებ მომზადებულ გადაცემას აპროტესტებდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები