მედიკამენტების მწარმოებელი ქართული კომპანია „აბიფარმი“ საინექციო ანტიბიოტიკებს აფრიკის ქვეყნებში გაიტანს. სუდანში ანტიბიოტიკები ექსპორტზე უკვე გავიდა, აპრილში კი მათი იემენში გატანაც დაიწყება.
კერძოდ, უცხოურ ფარმაცევტულ ბაზარზე 12-15 ჯგუფის საინექციო ანტიბიოტიკები გადის. კომპანია 20 ჯგუფის ანტიბიოტიკს აწარმოებს.
რამდენიმე წელია, ანტიბიოტიკები ერაყში, უზბეკეთსა და სომხეთში ექსპორტზე უკვე გადის.