LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული მეთოდებით“ – სპეცოპერაციების შედეგად ევროპის ქვეყნებში სამართალდამცველებმა 55 ქართველი დააკავეს

174
download

იტალიაში სამართალდამცველებმა 55 ქართველი დააკავეს. დაკავება სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კრიმინალური ორგანიზაციის ეპიცენტრი რეჯო-ემილია იყო.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ყველა ქურდობა „ქართული მეთოდებით“ იყო ჩადენილი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კი კვალის დაფარვის მიზნით, სპეციალურ ხელსაწყოებს იყენებდნენ.

“ყველა ქურდობა „ქართული მეთოდებით“, სპეციალური ხელსაწყოებით ერთი ხელწერით ხორციელდებოდა, რათა არ დაეტოვებინათ სხვადასხვა შენობებსა და სეიფებში შეღწევის კვალი.”-აღნიშნულია სტატიაში.

როგორც იტალიური მედია იუწყება, ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი მეორე დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარებით უკრაინაში იგზავნებოდა. სამართალდამცველების მუშაობის შედეგად, იტალიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაკავებულია სულ 62 ადამიანი, რომელთაგან 55 ქართველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები