LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მხარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს – დღეს ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება

66
ერგნეთი-2

ქართული მხარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში დღეს რიგით 102-ე შეხვედრა გაიმართება.

ქართული მხარე გენადი ბესტაევის უპირობო გათავისუფლების საკითხს კვლავ დააყენებს.

უსაფრთხოების გარდა მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.

შეხვედრის მონაწილეები იმ ტექნიკურ საკითხებზეც იმსჯელებენ, რომლებიც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g