LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ქართული” მომხმარებელს ტორტების ფართო არჩევანს სთავაზობს

740

საკონდიტრომ ”ქართული” განახლებული საწარმო გახსნა, რომელიც ბალანჩივაძის ქუჩაზე განთავსდა. ქარხანა გაფართოვდა და უახლესი ევროპული დანადგარებით აღიჭურვა. როგორც ”ფორტუნას” საკონდიტროს დამფუძნებელმა გიორგი სესიტაშვილმა განუცხადა, განახლებულ საწარმოში 5 ადამიანია დასაქმებული. ”ქართულის” საქმიანობის ძირითადი მიმართულება კი ტორტების წარმოებაა.

”ჩვენს ტორტებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ბაზარზე თავს მაღალი ხარისხით ვიმკვიდრებთ.
”ქართულის” ტორტები არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. მზადდება კარაქითა და მოხარშული კრემით. ის ვინც, ერთხელ გასინჯა ჩვენი საკონდიტროს პროდუქცია, მუდმივი კლიენტი გახდა”, – აღნიშნა სესიტაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ”ქართულის” ბრენდის ქვეშ ტორტების უამრავი სახეობა იწარმოება. საკონდიტრო შეკვეთებზე მუშაობს და ტორტს მყიდველის სურვილისამებრ ამზადებს.

”საკმაოდ ფართო ასორტიმენტი გვაქვს ტორტების. დამოკიდებულები ვართ კლიენტის არჩევანზე, თუმცა ჩვენს ვერსიებსაც ვთავაზობთ და რჩევებს ვაძლევთ. რაც შეეხება პროდუქციის ფასებს, საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ღირებულება დამოკიდებულია ტორტის მოცულობასა და დიზაინზე”, – განმარტა საკონდიტროს დამფუძნებელმა.

ამასთან, როგორც გიორგი სესიტაშვილმა აღნიშნა, საკონდიტრომ მუშაობა უკვე დაიწყო საახალწლო ტორტებზე.
”ქართული” მომხმარებელს ამ პერიოდისთვის ტორტის 3 სპეციალურ სახეობას წარმოუდგენს და მათი ფასი განსხვავებული იქნება.

ცნობისთვის, საკონდიტრო ”ქართული” ადგილობრივ ბაზარზე 3 წელია გამოჩნდა და ამ დროისთვის მხოლოდ ტორტების წარმოებითაა დაკავებული.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g