LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ნობათი აშშ-სა და გერმანიაში გაიყიდება

135
d28ff877a9bb4e5b5b8b57f30a43b692

ქართული ნობათი უცხოეთში – ჩირის, მურაბების და ბოსტნეულის კონსერვების მწარმოებელი კომპანია „თიანეთის ნობათი“ საბერძნეთში, გერმანიასა და აშშ-ში ექსპორტისთვის ემზადება. საკითხზე კომპანიის დამფუძნებელმა ილია არჩემაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, საუბარია ქლიავის ჩირის, ასევე მურაბების ექსპორტზე.

„იყვნენ ჩამოსულები გერმანიიდან, საბერძნეთიდან და აშშ-დან. ადგილზე ნახეს ჩვენი წარმოება და ამ ეტაპზე მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედი გვაქვს, რომ წელს ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება“,- აცხადებს არჩემაშვილი.

ცნობისთვის, „თიანეთის ნობათმა“ ოპერირება 2018 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g