LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება” არასწორი პოლიტიკით ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივ მშვიდობას, საჭიროა, გაისმას ქართველი ხალხის ხმა: უცნობი

166
FOTO

სახეზეა, რომ „ქართული ოცნება“ წლების განმავლობში თავისი არასწორი პოლიტიკით, დამნაშავე ძალებთან ფსევდო დაპირისპირების ინსცენირებით მივიდა იქამდე, რომ ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მშვიდობას და ეროვნული ინტერესების დაცვას, ამიტომ საჭიროა გაისმას ქართველი ხალხის ხმა, – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

გაჩეჩილაძემ საზოგადოებას 9 აპრილს, 13:00 საათზე “ევროპის მოედანზე” შეკრებისკენ მოუწოდა, რათა დააფუძნონ “ქართველი ხალხის მარადისობის დღე”.

“ეს დღე უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ხალხმა დააფიქსიროს საკუთარი ნება, ხელისუფლებების თუ საზოგადოების წინაშე”, – თქვა გაჩეჩილაძემ.

„ისინი მზად არიან, გამოიყენონ ყველანაირი მეთოდი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, თუნდაც ეს საფრთხეს უქმნიდეს ქვეყანას. ვაი პოლიტიკოსები, რომლებსაც არანაირი საერთო არ აქვთ დასავლურ ღირებულებებთან, ჩვენს უცხოელ მეგობრებს ამოფარებულები, ცდილობენ ნეგატიურ ზემოქმედებას ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოების ინტერესების და კანონის აღსრულების უგულებელყოფა და კანონდამრღვევების პოლიტპატიმრებად გამოცხადება.

აღნიშნული ძალები მტრად აცხადებენ ყველას, ვისი პოზიციებიც წინააღმდეგობაში მოდის მათ დესტრუქციულ მიზნებთან. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრის წინააღმდეგ იჩენს სისუსტეს. ვერ უზრუნველყოფს მოვლენებზე თავისი სახელის დარქმევას და ქვეყნისთვის სახიფათო ვითარების განეიტრალებას. სახეზეა, რომ „ქართული ოცნება“ წლების განმავლობში თავისი არასწორი პოლიტიკით, დამნაშავე ძალებთან ფსევდო დაპირისპირების ინსცენირებით მივიდა იქამდე, რომ ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მშვიდობას და ეროვნული ინტერესების დაცვას, ამიტომ საჭიროა გაისმას ქართველი ხალხის ხმა”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებას.

ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g