ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს იბარებს.
ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ნოემბრის ბოლო კვირას გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, კითხვები, რომელსაც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს, განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
ცნობისთვის, პარლამენტში პირველი ინტერპელაცია ხვალ გაიმართება. ინტერპელაციის პროცედურით „ქართულმა ოცნებამ“ ინფრასტრუქტურის მინისტრი მოიწვია.
