LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” შოკშია…აგონიაში ნებისმიერი რაღაცაზე მიდიან” – ნოდარ ხარშილაძე

95
ნოდარი

“ქართული ოცნების” პარტიულ აქციას, რომელიც დღეს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე იმართება, ექსპერტები აფასებენ. რადიო “ფორტუნას” დღის თემაში” ექსპერტმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, რომ პარტაქტივის შეკრება ვითომ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის ზეიმის მიზეზით მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია. 

გამოუვალ მდგომარეობაში და შოკშია არიან, ძალაუფლების შენარჩუნებვა ძალიან გაუჭირდებათ – ეს მათ იციან. ამის ფონზე, აგონიაში არიან და ნებისმიერ რაღაცაზე მიდიან, რომ რამენირად შანსები დაიტოვონ მმართველობაში დასარჩენად. ამასობაში კი უფროდაუფრო მეტ შეცდომას უშვებენ. ეს არის კომიკური ფორმა, ეს აქცია, რასაც აკეთებენ.

დავალება თუ თხოვნა?! - როგორ ემზადება "ქართული ოცნება" პარტიული ღონისძიებისთვის

"მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები."

ებღაუჭებიან ძალაუფლებას. ასეთი ტიპის აქცია ჩვეულებირვი ხრიკია, ვგულისხმობ პარტაქტივის ჩამოყვანას. 2020 წელი მოდის, მერვე წელია ხელისუფლებაში არიან, ქვეყანაში გაჭირვებაა, უიმედობაა და მათ ასეთი რაღაცები ვერ უშველით”, – აცხადებს ხარშილაძე.

დღეს 16:00 საათზე რეგიონებიდან ჩამოყვანილი “ქართული ოცნების” აქტივისტები და საჯარო მოხელეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და როგორც თავად ამბობენ, საქართველოს ევროკავშირის თავმჯდომარეობას აღნიშნავენ. ექსპერტები და ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ამით მმართველ გუნდს ძალის დემონსტრირება სურს. 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g