LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, უნგრეთის მმართველი პარტიის (Fidesz) ცენტრალურ ოფისს ეწვია

135
გიორგი ჩაკვეტაძე

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, უნგრეთის მმართველი პარტიის (Fidesz) ცენტრალურ ოფისს ეწვია. ინფორმაციას ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია GD Youth ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) პრეზიდენტ იშტვან მოჰაჩისთან.

შეხვედრას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი დორა ჰიდაში და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე ზოლტან ლუკაჩი დაესწრნენ.

მხარეებმა ქართული ოცნებისა და ფიდესის ახალგაზრულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g