LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: „მაღალმთიან სოფელ ტაბაწყურს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული“

109
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი, შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტაბაწყურის სოფლის დღესასწაულს დაესწრო.

ღონისძიებაში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

„მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიან სოფელ ტაბაწყურს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული. ქართველმა და უცხოელმა ტურისტებმა უკეთ გაიცნონ ტაბაწყურის ისტორია და ნახონ ულამაზესი ტბა.

ბოლო წლების განმავლობაში, სოფელში არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რეაბილიტირდა 13 კმ გზა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა მამუკა გელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g