LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში სიმღერა „გაიღიმე“ შეასრულეს

183
ქართული ოცნება

პლენარული სხდომის დარბაზში გამოფენილია საქართველოს დროშები, დეპუტატებს კი ეროვნული ნაკრების მაისურები აცვიათ.

„ქართული ოცნების” დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ასევე შეასრულეს სიმღერა „გაიღიმე“(„ზღაპრის ბოლო კეთილია“).

პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით გაიხსნა.

პლენარული სხდომის დარბაზში გამოფენილია საქართველოს დროშები, დეპუტატებს კი ეროვნული ნაკრების მაისურები აცვიათ.

„ქართული ოცნების” დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ასევე შეასრულეს სიმღერა „გაიღიმე“(„ზღაპრის ბოლო კეთილია“).

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყველას მიულოცა ისტორიული გამარჯვება.

„კოლეგებო, სანამ რეგისტრაციას ჩავატარებთ, მანამ მეც მინდა მოგმართოთ თქვენც და ჩვენს საზოგადოებას, მართლაც დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა. კიდევ ერთი ოცნება აგვიხდა, ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ახლა უკვე, მერვედფინალში ვართ, რაც იყო ბევრი თაობის, როგორც ფეხბურთელის, ისე გულშემატკივრის ოცნება და ეს ოცნება გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, მწვრთნელმა, მთლიანად გუნდმა, ფედერაციამ და განსაკუთრებული სიამაყეა, რომ ლევან კობიაშვილი არის ჩვენი კოლეგა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრი. განსაკუთრებული მადლობა მას, როგორც ჩვენს კოლეგას.

და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს, ვუსურვოთ შემდეგი გამარჯვებები. როგორც ეს ოცნებები აგვიხდინეს, ასე უნდა აგვიხდეს შემდეგი ოცნებები და ჩვენ უკვე შემდეგ ეტაპებზეც უნდა გავიდეთ. მივულოცოთ ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ ამისთვის.

უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ქართველ ხალხს, ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც შექმნეს ის ატმოსფერო, რომ დაარწმუნეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ბიჭებიც და შექმნეს ის აურა, რომელმაც საბოლოოდ ეს გამარჯვება მოგვიტანა. ასე, რომ აი ეს გამარჯვებული გაწყობით, გთხოვთ, რომ მოემზადოთ რეგისტრაციისთვის“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

„დაუჯერებელი შესრულება და ისტორიული გამარჯვება! – ვულოცავთ გიორგის და საქართველოს“ – რას წერს საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ საკუთარი მეკარის შესახებ

„ძალიან მიხარია, რომ ამ საოცარი გუნდის ნაწილი ვარ.. მადლობა ბიჭო, ნაკრების თითოეულ წევრს მადლობა“ – ისტორიად ქცეული შთამბეჭდავი კადრები ეროვნული ნაკრების ფოტოგრაფ ლაშა კუპრაშვილისგან

„რეიტინგში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში“ – როგორ ეხმაურება საერთაშორისო მედია საქართველო – პორტუგალიის მატჩს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები