ნინო წილოსანი, რომელიც “ქართული ოცნების” გუნდის წევრია, შოთა დიღმელაშვილს უჩივლებს.
დეპუტატი აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას ითხოვს.
წინააღმდეგ შემთხვევაში წილოსანი სასამართლოში ჩივილს აპირებს.
„გადავწყვიტე შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ვუჩივლო, რადგან ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის. იმედი მაქვს, ეყოფა კეთილგონიერება და კონკრეტული ზომების მიღებამდე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და საჯაროდ ბოდიშს მოიხდის.
ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ, ამ ქმედებით ყველა იმ მოქალაქეს ვცემ პატივს, ვინც მე ხმა მომცა და ნდობა გამომიცხადა.
შოთა დიღმელაშვილმა გადაცემაში #სირცხვილია გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე, ნინო წილოსანი „ვკრიშავ“ (როგორი სოლიდურ/ჟურნალისტურ/პროფესიონალური ტერმინია) კომპანიას, რომელმაც ქუთაისში ააშენა უსახლკაროთათვის სახლები“, – წერს წილოსანი.