ქართული ოცნების დეპუტატი და პარტიის რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში ახალი საქართველოს ყოფილ თავმჯდომარეს გოგი წულაიას აგინებს და სხვა ფეისბუქმომხმარებლებსაც იმავესკენ მოუწოდებს.
ფეისბუქპოსტში პარლამენტის დეპუტატმა სხვა ფეისბუქმომხმარებლებს მიმართა და განაცხადა, რომ გოგი წულაიას არშემგინებლები “დორბლიანი ნაცები” არიან, თავისივე პოსტის კომენტარებში კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აგინა.
“ვინც მაგას არ შეაგინოს, ის იყოს დორბლიანი ნაცი! ის იყოს გვარამია და სააკაშვილი! ის იყოს არა ქუთაისელი”, – წერს სამხარაძე წულაიაზე, – “კომენტარებში შევაგინებ”.
Gogi Tsulaia
ვინც არ იცით გეტყვით, გოგი წულაიას ყველა ვაჟკაცი ქუთაისელი, ჭუჭუყლაპიას ეძახის!ვინც მაგას არ შეაგინოს,…
Posted by Dito Samkharadze on Wednesday, 10 March 2021