LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, აფხაზეთის დღეს გილოცავთ – ირაკლი ღარიბაშვილი

555
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი აფხაზი ხალხის დაბრუნებაა:

„ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ.

ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის აღდგენა და მეგობრობა ძლიერ, გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად გვაქცევს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აფხაზეთის დღეს. მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს“, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაში.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს…

Posted by საქართველოს მთავრობა on ორშაბათი, 22 მაისი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g