„ქართული ოცნების“ მჩაგვრელი ტაქტიკა ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მკაცრად ვგმობთ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას.
ეს „ქართული ოცნების” მჩაგვრელი ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს”, – წერს მილერი.
We strongly condemn the violence against peaceful Georgian citizens, protesters, journalists, and opposition figures, including former Georgian Prime Minister Gakharia. This is another example of Georgian Dream’s oppressive tactics, which will leave the country isolated.
— Matthew Miller (@StateDeptSpox) January 16, 2025