“ქართული ოცნების” ოფისთან, “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრების აქციაზე 4 პირი დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა აქციის მონაწილეების მიერ “ქართული ოცნების” ოფისის კედლებზე ბერა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრა.
„მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებს ადგილზე ასევე მიტანილი აქვთ ბანერი “ქართული ოცნების” ლიდერების გამოსახულებით და წარწერით – “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს”.