“ქართული ოცნების” ოფისთან, უმრავლესობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილები არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებენ პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებას.
არ ვიშლებით მოთხოვნების შესრულებამდე. ვამაგრებთ რუსთაველს, ვპიკეტირებთ სახელმწიფო შენობებს, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ
მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები გერმანული მოდელით - მოძრაობა სირცხვილიას მოთხოვნები ცნობილია
ცოტა ხნის წინ მცირე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვს დაუპირისპირდნენ, რომელიც ოფისში შედიოდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის სხდომის დასრულებამდე დარჩებიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.