LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება

101
20191116104930577693508

“ქართული ოცნების” ოფისთან, უმრავლესობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილები არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებენ პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებას.

მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები გერმანული მოდელით - მოძრაობა სირცხვილიას მოთხოვნები ცნობილია

არ ვიშლებით მოთხოვნების შესრულებამდე. ვამაგრებთ რუსთაველს, ვპიკეტირებთ სახელმწიფო შენობებს, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დისკომფორტი უნდა შეუქმნან უმრავლესობის წევრებს. “სირცხვილი”, “თქვენ მოატყუეთ ხალხი”, “მონებო” “წადით” – ამ შეძახილებით აცილებენ აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისში შესულ უმრავლესობის წევრებს.

ცოტა ხნის წინ მცირე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვს დაუპირისპირდნენ, რომელიც ოფისში შედიოდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის სხდომის დასრულებამდე დარჩებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები