LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ პოპულარობა კატასტროფულად დაეცა: ბადრი ჯაფარიძე

48
ბადრი-ჯაფარიძე

IRI -ს კვლევამ პირდაპირ აჩვენა, თუ რატომ მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ დემარში და თქვა, რომ ანულირებულია თითქოსდა შეთანხმება, სწორედ ამ შედეგების გამო, რომელიც ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ IRI -ს კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, IRI არის მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია, რომელმაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ პოპულარობა უკიდურესად დაეცადა და პრაქტიკულად მმართველი ძალა გადის პოლიტიკური ველიდან.

“ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ჩაატაროს კვლევები ქართული კომპანიების გამოყენებით იმისთვის, რომ იცოდეს ჩვენი მოსახლეობის განწყობები”

“ლელოს” ლიდერის განცხადებით, კვლევები პოლიტიკოსებს აჩვენებენ, რომ საჭიროა აქტიური მოქმედება, აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან და აქტიური ნაბიჯების გადადგმა.

ბადრი ჯაფარიზე ამბობს, რომ კვლევებმა პირდაპირ აჩვენა ის, თუ რატომ მოაწყო “ქართულმა ოცნებამ” დემარში.

ჯაფარიძის შეფასებით, ის მხარდაჭერა, რომელიც კვლევის თანახმად „ლელოს“ აქვს, უკავშირდება მოსახლეობის აპათიურობას პოლიტიკოსების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g