LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნებისთვის“ თქვენ ხართ უბრალოდ რიცხვები, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს: 1 უდრის 3-ს, 4 უდრის 9-ს, მაგრამ ერთი არ უდრის 3-ს, არც 4 უდრის 9-ს” – დავით ბაქრაძე

84
Screenshot-2

პარლამენტის წინ აქცია იმართება. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

აქციაზე იმყოფება ყველა ოპოზიციური პარტია.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„დღეს აქ დგას როგორც არასდროს გაერთიანებული ბევრი პარტია, დღეს აქ დგას როგორც არასდროს გაერთინებული ქართველი ხალხი, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, რომელიც ეკუთვნის საქართველოს, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოსთან ერთად. დღეს ჩვენ ყველა ვიბრძვით საქართველოსთვის ქართულ პოლიტიკაში, სადაც სამწუხაროდ, დღემდე პოლიტიკოსები იბრძოდნენ და იბრძვიან საკუთარი პრივილეგიებისთვის, საკუთარი სკამებისთვის, საკუთარი შემოსვლებისთვის. მე ვარ ამაყი, რომ ამ სცენაზე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უარი თქვა პრივილეგიებზეც, პარლამენტარობაზეც, ამ შენობაში შესვლაზეც იმიტომ, რომ არ შეიძლება უსამართლოდ აიწყო შენი ცხოვრება, არ შეიძლება დადგე ტყუილის მხარეს, შენი ქვეყნის დანგრევის მხარეს და ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ეს არის ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის მომავლის დანგრევა. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ვართ ის ხალხი, ჩვენც და თქვენც ერთად, რომელიც არაფერს ითხოვს თავისთვის, რომელმაც დათმო ყველაფერი თავისთვის და ერთად დადგა საქართველოს მომავლისთვის ბრძოლაში და თუ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი აქვს და აუცილებლად ყველას გვჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში.

ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის თქვენ ხართ უბრალოდ რიცხვები, რიცხვები, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს – 1 უდრის 3-ს, 4 უდრის 9-ს, მაგრამ ერთი არ უდრის 3-ს, არც 4 უდრის 9-ს და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და „ქართულ ოცნებას“. ეს უნდა დავანახოთ ყველამ დღეს, რომ ქართველი ხალხი არ უდრის დაშინებას, ქუჩის კრიმინალს, მოსყიდვას და 50 ლარს, იმ უიმედობას და ჭაობს, რომელშიც ყველას გვითრევს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ამას ვაჩვენებთ როცა ამდენი ადამიანი გამოვედით. ამიტომ რაც არ უნდა ჩაახშონ ინტერნეტსიგნალი, დრონების საშუალება არ მოგვცენ, რომ იფრინონ და საქართველომ დაინახოს რამდენი ვართ, ეს არ უშველით, რადგან დღეს აქ თქვენთან ერთად დგას სიმართლე, ღირსება, საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალი და მეორე მხარეს დგას ქურდობა, ჭაობი, უიმედობა, ამიტომ ღირსეულად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში,“-განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები