ონლაინ მაღაზია Zapa.ge მომხმარებელს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელსა და ჩანთებს სთავაზობს. როგორც Zapa.ge –ს თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ბექა ცინცაძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოს ისეთი ცნობილი ბრენდების კოლექციები , როგორებიცაა: Adidas, Balenciaga, Bottega Veneta, Converse, Nike, New Balance და სხვა…
მისივე ინფორმაციით, პროდუქცია შეკვეთიდან არაუგვიანეს 15 დღეში ჩამოდის, საქართველოს მასშტაბით კი ადგილზე უფასო მიტანის სერვისი მოქმედებს.
”ჩვენ ასევე გვაქვს Show room-ი , სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს სასურველი პროდუქცია შეიძინოს. უნდა აღვნიშნო, რომ მუდმივად ვანახლებთ კოლექციებს. რაც შეეხება ფასებს, 70 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის”,-აღნიშნა ცინცაძემ.
Zapa.ge-ს Show room-ი სავაჭრო ცენტრ ”ქარვასლას” მესამე სართულზე მდებარეობს და ყოველდღე, კვირის გარდა, 12:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს. რაც შეეხება ონლაინ მაღაზიას, მომხმარებელი სასურველი პროდუქციის შეკვეთას www.zapa.ge–ზე შეძლებს.