LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული საჯომარდო ბანაკი, რომელსაც 12000 -მდე უცხოელი სტუმრობს

385

უცხოელი ტურისტები საქართველოში ჯომარდობით ინტერესდებიან. როგორც ახალი ტურისტული კომპანია ”რაფტ ინ ჯორჯიას” დამფუძნებელი, ალექსადრე ქავთარაძე ამბობს,  უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც თბილისიდან-ყაზბეგისგენ მიემგზავრებიან, გზად ჯომარდობით კავდებიან.

”ჩვენი საჯომარდო ბაზა ფასანაურთან ახლოს, სოფელ ამირნშია განთავსებული. ბანაკი ნახევრად ალპურ ზონაში 1 ჰექტარზეა გაშენებული და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს. სეზონზე ბანაკს დაახლოებით 12000 -მდე უცხოელი და 3000- მდე ქართველი სტუმრობს. მოგეხსენებათ, ამ გზის გავლა უწევთ ყაზბეგისკენ მიმავალ ტურისტებსა, თუ ადგილობრივებს. გზად ისინი, ხშირ შემთხვევაში, ჩერდებიან ჩვენს ბანაკში და ჯომარდობენ”, – აცხადებეს ქავთარაძე.

მისივე ინფორმაციით, ”რაფტ ინ ჯორჯიას” გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ინსტრუქტორებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტურში მონაწილეთა უსაფრთხო დაშვებას.

”დაშვება ხორციელდება თეთრ არაგვზე. გვაქვს 2 დისტანცია : ერთი, რომლის სიგრძეც 7 კილომეტრია და აქ დაშვებას 45 წუთი სჭირდება; მეორე დისტანცია კი 15 კილომეტრიანია და მის დაფარვას საათ-ნახევარი სჭირდება”, – განმარტავს ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი.

როგორც ალექსანდრე ქავთარაძე ამბობს,  საქართველოში ჯომარდობა, როგორც გართობის საშუალება, თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ”შესაბამისად, ბაზარზე კონკურენტებიც გვყავს. მაგალითად, საჯომარდო ბანაკები განთავსებულია რაჭაში, ბორჯომში, ასევე ფშავში”, – აღნიშნა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ”რაფტ ინ ჯორჯიას” დაარსების მიზანი საზოგადოებისთვის ჯანსაღი და სპორტული ცხოვრებისკენ მოწოდება იყო. გარდა ამისა, ფასანაურთან განთავსებული საჯომარდო ბანაკი რეგიონში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ცნობისთვის, ”რაფტ ინ ჯორჯია” 2014 წელს დაარსდა. კომპანია სეზონურად მუშაობს და მსურველებს ჯომარდობას მაისიდან სექტემბრის ბოლომდე სთავაზობს.

”რაფტ ინ ჯორჯია” ცოტა ხნის წინ  #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებას შეუერთდა. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია უკვე დასრულდა.  დაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი  661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც სექტემბერში ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები