ნეკა დოროყაშვილი მალე თავის პირველ ვიდეორგოლს გამოსვლას აანონსებს.
მოდელმა უკვე გაგვიზიარა კადრები ვიდეოგადაღებიდან, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ახლახან კი კიდევ ერთხელ დააანონსა თავისი მუსიკალური კარიერის დაწყება:
„ახალი ერა იწყება!.. ისინი ამბობენ, რომ მე ძალიან „ბევრი“ ვარ, მაგრამ ვარსკვლავები შუქისგან არასდროს უნდა დაიმალონ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნეკა პროდაქშენ 2025-ში, მე ბრენდი ვარ!.. ეს არ არის მხოლოდ ბრენდი, ეს მოძრაობაა!.. ქართული სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გაბრწყინდება. ხედვის, ძალაუფლებისა და ტრანსფორმაციის ერა ახლა იწყება“, წერს ნეკა.
