LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სამზარეულოთი და კულტურით მოხიბლული პენსი ილია მეორესთან შეხვედრას ელოდება

119

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ქართული სამზარეულოთი, მრავალხმიანობით და ტრადიციებით მოხიბლულია, ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“გუშინ პირველად ვიგემე ქართული კერძები, მოვისმინე ქართული ფოლკლორი, შესრულდა აფხაზური და ოსური სიმღერები… დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტიანულმა ტრადიციებმა და მოუთმენლად ველოდები შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სიონის საკათედრო ტაძარში. ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ქართველთა გმირობა,” – აღნიშნა მაიკ პენსმა.

აშშ-ს მეორე პირს ცოლთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ ვახშამზე ფუნიკულიორზე უმასპინძლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g