მომღერალი ნინი ბადურაშვილი ვენეციის კინოფესტივალზე მიიწვიეს.
ინფორმაციას მისი მენეჯერი კოკი ფერაზი ფანგანი გვიზიარებს.
„ქართული სილამაზე ვენეციის წითელ ხალიჩაზე!. რომლის სტილი, დახვეწილობა და შარმი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა, ახლა უკვე მსოფლიო ასპარეზზე, ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე!.
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ოფიციალური მოწვევა ვენეციის კინოფესტივალის ორგანიზატორებისა და „Armani“-სგან, ბრენდისგან, რომელიც საუკუნეა ელეგანტურობისა და კლასის სიმბოლოა! სწორედ „Armani“ იზრუნებს ნინის ჩაცმულობაზე წითელი ხალიჩისთვის, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მის გამოსვლას.
ეს ის მომენტია, როცა ქართული სილამაზე, სტილი და ტალანტი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა.
და რა თქმა უნდა, მასთან ერთად ვიქნები მეც, როგორც მისი მენეჯერი, ამ ისტორიული მომენტის თანამონაწილე“, – წერს კოკი ფერაზი ფანგანი.