ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ნეკა სებისკვერაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც 30 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამოზე ისაუბრეს
რა გველოდება 30 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში?
გიორგი სუხიტაშვილი:
მე და ნეკა ახლა მოვდივართ რეპეტიციიდან, ვახტანგ კახიძის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გავდივართ რეპეტიციებს, სხვათა შორის ქალბატონ მაცაცოს ჯერ არ მოუსმენია გაორკესტრებული ვერსიები, 30-ში მოისმენს უკვე სცენაზე. ქალბატონი მაცაცოს შვილი, დავით გერსამია ესწრება აქტიურად რეპეტიციებს და ყველაფრის საქმის კურსშია და ზოგადად უდიდესი წვლილი მიუძღვის მას ამ კონცერტის ორგანიზებაში.