LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სტარტაპი, რომელიც საკვებ ხორცში ანტიბიოტიკების ფაგებით ჩანაცვლებას უზრუნველყოფს

166
FB-IMG-1567601551319

საქართველოს ტექნოპარკისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ერთ-ერთმა სტარტაპმა, რომელიც გულისხმობს ქათმების, ძროხებისა და ღორების მასის არა ანტიბიოტიკებით, არამედ ფაგებით გაზრდის შესაძლებლობას, რაც პროექტის ავტორების თქმით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის პრობლემას მოაგვარებს.

გთავაზობთ რატო ღოლიჯაშვილის სტატუსს ამ თემაზე:

“გავიმარჯვეთ! საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA – სა და World Bank – ის თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში. პროგრამა დაგვეხმარება საკვები ხორცის წარმოებასა და ფერმებში ანტიბიოტიკების ფაგებით ჩანაცვლებაში.

ანტიბიოტიკების ირაციონალური გამოყენება ანტიბიოტიკორეზისტენტობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. მსოფილიოში გამოყენებული ანტიბიოტიკების 70% – ზე მეტი სწორედ ქათმების, ღორებისა და ძროხების წონის მოსამატებლად და ფერმებში ჰიგიენის დაცვის იაფ ალტერნატივად გამოიყენება. გვწამს ამ ყველაფრის უსაფრთხო საშუალებით შეცვლის პროცესში მნიშვნელოვან მონაწილეობას მივიღებთ გლობალურ დონეზე.

განსაკუთრებული მადლობა Biochimpharm • ბიოქიმფარმი – ის მთელ გუნდს 2 წლის განმავლობაში დაუღალავი შრომისა და შესაძლებლობისთვის GITA – ს #GITA #WORLDBANK”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g