LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული თევზი ექსპორტზე გავა – 8 მილიონიანი პროექტი ყულევში

144
5947ae3e6958c

სოფელ ყულევში თევზის გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად 8 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მაღალტექნოლოგიურ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში 95 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. ახალი საწარმო წელიწადში სულ მცირე 300 ტონა შავი ზღვის აკვატორიაში ბინადარ თევზ – ქაფშიას გადაამუშავებს და თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოებას უზრუნველყოფს. წარმოებული პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება გათვლილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „პალიასტომი-2004“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში მდებარე 13, 5 ჰა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადასცა.

შეგახსენებთ, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 357 პროექტი,  რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 870 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით ჯამში  14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g