სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართული თხილის ბრენდირების საკითხი მუშავდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილის განცხადებით, უწყების წარმომადგენლები მსოფლიოში თხილის წამყვან შემსყიდველებთან მართავენ შეხვედრებს.
”ერთ-ერთი მათგანი კომპანია ”ფერერო” საქართველოში უკვე წარმოდგენილია. გარდა ამისა, გასულ კვირას ჩამოვიდნენ კომპანია ”მიგროსის” წარმომადგენლები. ვხვდებით მსოფლიო მასშტაბის წამყვან კომპანიებს. გარდა ამისა, ვამუშავებთ საკითხს, რომ გადავიღოთ სარეკლამო ფილმები, ვმონაწილეობთ კონფერენციებში და ა.შ. მეღვინეობის შემდეგ, თხილის დარგი იქნება წამყავნი საქართველოში,” – განაცხადა გალეგაშვილმა.