საქართველოს სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, ქართული ტრადიციული საწებელი „სპაისელა“ ექსპორტზე გავიდა.
საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, კომპანია „ექსპორტინვესტი“, რომელიც საქართველოში „სპაისელა“-ს აწარმოებს, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო პალატებისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმში მონაწილეობდა. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, „ექსპორტინვესტმა“ მოლაპარაკებები აწარმოა ესტონურ იმპორტიორ კომპანიასთან, რომელიც ქართული საწებლით დაინტერესდა.
„ესტონეთი მეორე ქვეყანა გახდება, სადაც ქართული საწებელი „სპაისელა“ ტალინის სავაჭრო ქსელებში გაიყიდება. დღეს, პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ ქსელურ მაღაზიებში, ასევე ნიუ-იორკის 15-მდე სავაჭრო ობიექტში. სამომავლოდ კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და პროდუქტის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას გეგმავს“,- აღნიშნულია საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.