LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული „ვოისის“ მონაწილე გიორგი დათიაშვილი კვირის საუკეთესო პერფორმანსებს შორის მოხვდა

290
Untitled design (2)

ქართული „ვოისის“ მონაწილე გიორგი დათიაშვილი კვირის საუკეთესო პერფორმანსებს შორის პირველ ადგილზე მოხვდა.

აღნიშნულის შესახებ „ვოისის“ „იუთუბ“ გვერდიდან ხდება ცნობილი.

გიორგი დათიაშვილმა სიმღერა „Heaven on their minds“ შეასრულა.

აღნიშნულ წარმატებას სოციალურ ქსელში მუსიკოსი დათო ევგენიძე გამოეხმაურა.

“პირველ რიგში, გამიხარდა ძალიან, რომ ქართველი მომღერალი მოხვდა, საერთაშორისო Voice-ს საუკეთესო
ათეულში და თან, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ეს მომღერალი გიორგი დათიაშვილია”, – აღნიშნავს დათო ევგენიძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “ვოისის” ორი ლაივ შოუ გავიდა და  ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილი გახდა.

მუსიკოს დათო ფორჩხიძის გუნდიდან ნახევარფინალში ირუ ხეჩანოვი, ერეკლე თურქაძე და ცოტნე ბარბაქაძე გადავიდნენ, ხოლო ნახევარფინალიდან კონკურსს ეკატერინე მდივანი და ირაკლი კაპანაძე გამოეთიშნენ.

რაც შეეხება დათო ევგენიძის გუნდს, ნახევარფინალიდან სამწუხაროდ ბრძოლას გვანცა კუპატაძე გამოეთიშა.

ვიდეო: “საუკეთესო შესრულება” – “ვოისის” ნახევარფინალში ხალხის რჩეული კონკურსანტების ვინაობა ცნობილია

რომელი კონკურსანტები გამოეთიშნენ “ვოისის” ნახევარფინალს

„მე იმ ქვეყნის გამკვირვებია, სადაც შენ ხმის ლიდერი არ ხარ“ – შესრულება, რომლის შემდეგაც სოფო ბათილაშვილი „ვოისს“ გამოეთიშა

ვიდეო: დათო ევგენიძე: ,,აი, ეს გოგო არის ჭეშმარიტი ვარსკვლავი!..”

ვიდეო: სოფო ტოროშელიძის შესრულება „ვოისში“, რომელიც 375 000-მა ადამიანმა ნახა: „ასეთ გამოხმაურებას ვერც კი დავუშვებდი!!!“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g