LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების ჩანთები ქუვეითში გაიყიდება

588
65883460-1342535695899046-3954520451220242432-n

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქალისა და მამაკაცის ტყავის აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ ,,გეფერინი“  პროდუქცია ქუვეითში ექსპორტზე გაიტანა.

კომპანიამ ,,გეფერინი“ ქუვეითურ კომპანიასთან A&M Company ხელშეკრულება გააფორმა. A&M Company ქუვეითში ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც ტყავის იმპორტირებულ პროდუქციას ქვეყნის მასშტაბით ყიდის. სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კომპანია ,,გეფერინმა“ აღნიშნულ საერთაშორისო კომპანიასთან ბიზნესკავშირები ჰონგ-კონგის ყოველწლიურ გამოფენაზე APLF დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ გამოფენაში მონაწილეობით, ქართულმა კომპანიამ მეორე წარმატებული საექსპორტო ხელშეკრულება გააფორმა. 2018 წელს, სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, კომპანიას „გეფერინი“ და  InterBlock Hong Kong Limited-ს შორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიამ ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში კუნძულის ტიპის მაღაზია გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g