LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების საღებავები 25 წლიანი გარანტიით – სიახლეები „გეოკოლორისგან“

2036
sagebavebis-tipebi-5

ქართულმა კომპანიამ „გეოკოლორი“ ებოქსიტური საღებავების წარმოება დაიწყო, 25 წლიანი გარანტიით. აღნიშნული საღებავები უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა და ბაზარზე არსებული სხვა კონკურენტებისგან ღირებულებაც გამოარჩევს.

როგორც „გეოკოლორში“ აცხადებენ, არა მხოლოდ ებოქსიტური საღებავები, არამედ მათ მიერ წარმოებული სხვა საღებავებიც, ქართულ ბაზარზე გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე კონკურენტების მიერ წარმოებული პროდუქცია.

„მთავარ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამიტომ, უმაღლესი ხარისხის პარალელურად, ვცდილობთ, გვქონდეს ადეკვატური ფასები პროდუქციაზე. აღსანიშნავია, რომ „გეოკოლორი“ საღებავებს ზუსტად იმ ნედლეულით აწარმოებს, რითიც მსოფლიოში აღიარებული კომპანიები საკუთარ პროდუქციას ამზადებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი საღებავების ხარისხი უმაღლესია“, – აცხადებენ „გეოკოლორში“.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ გარდა ებოქსიტური საღებავებისა, ცოტა ხნის წინ ნიტრო საღებავების წარმოებაც დაიწყო და საკუთარ მომხმარებელს აბსოლუტურად ყველა დასახელებისა და სახეობის საღებავებს სთავაზობს, რაც მთავარია ქართული წარმოებისას. “გეოკოლორის” პრიორიტეტად კვლავ რჩება  წყალდისპენსიური, ანტიკოროზიული და სინთეტიკური საღებავების წარმოება. ამასთან, „გეოკოლორი“ მომხმარებელს იმპორტირებულ პროდუქციასაც სთავაზობს.

„მომხმარებლების ნაწილი უპირატესობას უცხოური წარმოების საღებავებს ანიჭებს, სწორედ ამიტომ, ვახორციელებთ პროდუქციის იმპორტსაც. გვაქვს იტალიური ბრენდის „კასატის“ საღებავები და ასევე თურქული „დიოს“ ბრენდის საღებავები“, – განმარტავენ კომპანაში.

ცნობისთვის, შპს „გეოკოლორი“ ქართულ ბაზარზე 20 წელია საქმიანობს. კომპანია საწარმოს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში ფლობს, ადგილზე 5 ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის „გეოკოლორის“ მაღაზიებში ხორციელდება – კომპანია 2 მაღაზიას ე.წ ელიავას ბაზრობაზე ფლობს, ერთს კი გაგარინის გამზირზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g