LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების ტელევიზორებს სასტუმროები ყიდულობენ

155

პირველი ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კომპანია AG Telekom,   პლანშეტის შექმნაზე მუშაობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პროექტზე მუშაობა ინჟინრებმა უკვე დაიწყეს, თუმცა ბაზარზე პლანშეტის გამოსვლამდე, კომპანია სმარტ-ტელევიზორებს გამოუშვებს. ანდროიდის სისტემა საწყის ეტაპზე სწორედ AG Telekom -ის მიერ გამოშვებულ ტელევიზორებში ჩამონტაჟდება, სამომავლოდ კი პლანშეტებზეც იმუშავებს.

”უკვე დაიწერა სმარტ-ტელევიზორების პროექტი. ეს იქნება ჭკვიანი ტელევიზორები, რომლებშიც დაინერგება ”ანდროიდ სისტემა” და ქართველი მომხმარებლი მის შეძენას საკმაოდ მალე შეძლებს. რაც შეეხება, ფასს, ვეცდებით, რომ იყოს ყველასთვის მისაღები”, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, AG Telekom   ექსპორტზე გასასვლელადაც ემზადება.  პირველი ქართული ტელევიზორები მეზობელ აზერბაიჯანში გაიყიდება. ”ხელშეკრულება გვაქვს კონკრეტულ მოდიფიკაციაზე. ახლა სწორედ ტელევიზორების ამ მოდიფიკაციაზე მორგების პროცესი მიმდინარეობს”,- აღნიშნეს AG Telekom-ში.

მათივე ინფორმაციით, ქართული წარმოების ტელევიზორებზე მოთხოვნა მზარდია. კომპანია, ძირითადად, კორპორატიულ დაკვეთებზე მუშაობს და AG Telekom -ის ტელევიზორებს დიდი რაოდენობით ადგილობრივი სასტუმროები ყიდულობენ.

შეგახსენებთ,  კომპანია AG Telekom -მა პირველი ქართული ტელევიზორების საწარმოებლად საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან გამოიწერა და მათი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყო. ტელევიზორები რეალიზაციაში   2016 წლის 30 მაისს ჩაეშვა.