LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წინდები გერმანიასა და ჩეხეთში გაიყიდება

152

სამკერვალო ფაბრიკამ ”ელ-ჯი” გერმანიისა და ჩეხეთისგან წინდების სოლიდური შეკვეთა მიიღო.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, დირექტორმა ლაურა ღაჭავამ განუცხადა, ჩეხეთთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა,  გერმანიასთან კი თანამშრომლობის ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

”თითოეული ქვეყნისგან მივიღე წელიწადში 5 მილიონი წყვილი წინდის წარმოებაზე შეკვეთა,  იმ შემთხვევაში თუ წინდებს ვაწარმოებდით ცნობილი იტალიური ბრენდის, Calzedonia-ს მანქანა-დანადგარებით. მოგეხსენებათ, რომ Calzedonia-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ჩვენი ახალი ფაბრიკისთვის 65 თანამედროვე დანადგარი სწორედ იტალიიდან ჩამოვა”, – აღნიშნა ლაურა ღაჭავამ.

მისივე ინფორმაციით,  ახალი ფაბრიკა მუშაობას მიმდინარე წლის აგვისტოში შეუდგება და მას ”ლაურა ლონაკი” ერქმევა.

”ახალი ფაბრიკისთვის დამატებით 70 მკერავის აყვანას ვგეგმავ. მათი გადამზადებისა და სამკერვალო ფაბრიკის სრულად აღსაჭურვად საჭიროა გარკვეული თანხები, ამიტომ კრედიტის მისაღებად „თიბისი ბანკთან“ ვაწარმოებ მოლაპარაკებას. ამავე დროს, ვგეგმავ ეკონომიკის სამინისტროს შეღავთიანი სესხის პროგრამიდან – „აწარმოე საქართველოში“ – დაფინანსება მოვიპოვო“- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

ლაურა ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკამ საქმიანობა 2011 წლის იანვრიდან დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები