LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ყველი ჩიკაგოს შემდეგ, აშშ-ს სხვა ქალაქებშიც გაიყიდება

202
ipiccy-image

ჩიკაგოს შემდეგ, „ცივის ყველის“ მიერ წარმოებული პროდუქცია, აშშ-ს სხვა ქალაქებშიც გაიყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ღაღაშვილი აცხადებს, რომ „ცივის ყველი” მალე ნიუ-იორკშიც იქნება ხელმისაწვდომი, სადაც კომპანიამ საცდელი ნიმუშები უკვე გააგზავნა. ინფორამციას „კახეთის ხმა“ ავრცელებს.

„თავდაპირველად პროდუქციას 3 თვეში ერთხელ ვაგზავნიდით, ახლა უკვე მოთხოვნა ისეა გაზრდილი ამერიკაში, თვეში საშუალოდ 300-400 კილოგრამ ყველს ვგზავნით,” – ამბობს გოჩა ღაღაშვილი.

ცნობისთვის, „ცივის ყველის“ ქარხანა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მდებარეობს. საწარმოში დღეში 2-3 ათასი ლიტრი რძე გადამუშვდება და 200-მდე სახეობის ყველი მზადდება. ამ ეტაპზე, კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე აშშ-სა და ჩინეთში გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g