LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ღვინომ გერმანიაში ოქროს პრიზი მიიღო

146

MUNDUS VINI-ის რიგით 22-ე საგაზაფხულო დეგუსტაციის ფარგლებში, რომელიც გერმანიაში გაიმართა, “მეღვინეობა ხარებას“ საფერავი პრემიუმი, (წითელი, მშრალი 2013) ოქროს პრიზით და Best of show Georgia-ს ტიტულით დაჯილდოვდა.

კომპანიის ინფორმაციით, ასევე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა კრახუნა (თეთრი მშრალი 2017) და მწვანე (თეთრი მშრალი 2017).

შეგახსენებთ, რომ Mundus Vinis დეგუსტაციის ფარგლებში “მეღვინეობა ხარებას” ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტატორებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ კომპანიის რამდენიმე სახეობის, როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული მეთოდით დამზადებულ ღვინო.

საერთაშორისო კონკურსი MUNDUS VINI 2001 წლიდან ტარდება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსად მიიჩნევა, მისი მიზანია ხარისხიანი ღვინის აღმოჩენა და პოპულარიზაცია. დეგუსტაცია ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ჟიურის მიერ. აღნიშნული ჯილდო Best of show Georgia 2016 წლიდან, ყოველწლიურად გადაეცემა ქვეყნიდან საუკეთესო ღვინოს და ერთ-ერთი უმაღლესი ტიტულია კონკურსზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები