LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

142
კახა კალაძის წარდგენა

„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა – ღონისძიება მთაწმინდის პარკში მიმდინარეობს.

კახა კალაძე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა საზოგადოებას.

მისი თქმით, თბილისის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ნამდვილ ჩემპიონს წარადგენს, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა.

„ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად – მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი – კახა კალაძე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის.

magti 5g